16. მე-16 ჯგუფის ელემენტები

16.2. გოგირდი; სელენის ქვეჯგუფი

1. რა პირობებში ხდება ატომური გოგირდის წარმოქმნა?

2. დაახასიათეთ გოგირდის პოლიმორფიზმი. რა განსხვავებაა გოგირდის სტრუქტურებს შორის?

3. გოგირდის რა თვისებებზეა დამოკიდებული თვითნაბადი გოგირდის გამოყოფა საბადოდან?

4. რომელი სულფიდებია ცნობილი? მოიყვანეთ მაგალითები.

5. რომელი აგრეგატული მდგომარეობაა დამახასიათებელი გოგირდის ტრიოქსიდისთვის? როგორია მისი სტრუქტურა?

6. რეაქციის რომელ ტიპს მიეკუთვნება გოგირდის ტუტე მეტალთა ჰიდროქსიდებთან ურთიერთქმედება? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციის ტოლობა.

7. დაწერეთ ქიმიური რეაქციები გოგირდწყალბადის, როგორც აღმდგენის მონაწილეობით.

8. რომელ რეაქციებში ავლენს გოგირდ(IV)-ის ოქსიდი აღმდგენ და მჟანგავ უნარს?

9. მოიყვანეთ ქიმიური რეაქციების მაგალითები, სადაც კონცენტრირებული გოგირდმჟავა მარტივ და რთულ ნივთიერებებს ჟანგავს.

10. როგორ მიიღება პეროქსიდიგოგირდმჟავასგან წყალბადის პეროქსიდი?

11. რა როლს ასრულებს გოგირდის ატომები ცილებში?

12. რას როლს ასრულებს გოგირდი ადამიანის ორგანიზმში?

13. სელენის ქვეჯგუფის ელემენტებიდან რომელს არა აქვს სტაბილური იზოტოპი?

14. რომელი ნივთიერების სახით არის ბუნებაში გავრცელებული სელენი და ტელური? რომელ მადნებს ახლავს ეს ნაერთები?

15. რომელი მჟავას წარმოების ნარჩენებიდან ღებულობენ სელენსა და ტელურს? რომელ ქიმიურ პროცესებს იყენებენ ამ ნარჩენებიდან სელენისა და ტელურის მისაღებად?

16. როგორ ურთიერთქმედებს სელენი და ტელური ძლიერ მჟანგავ მჟავებთან და ტუტეებთან? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლობები.

17. როგორი აღნაგობა აქვს სელენის და ტელურის დიოქსიდებს?

18. რით განსხვავდება ერთმანეთისგან სელენისა და ტელურის მჟავები? რით განსხვავდება სელენმჟავა გოგირდმჟავასაგან? დაწერეთ ამ განსხვავების დამადასტურებელი ქიმიური რეაქციების ტოლობები.

19. რა როლს ასრულებს სელენი და ტელური ცოცხალ ორგანიზმში?

20. რა გამოყენება აქვთ სელენს, ტელურს და პოლონიუმს?

 

s